სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრები დევნილების აქცია
ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილები პროტესტს არ წყვეტენ. საცხოვრებელი ფართების სასწრაფოდ დაკმაყოფილება მთავარ მოთხოვნად რჩება. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სწორედ გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს უკავშირებენ გუშინ დატრიალებულ ტრაგედიას და ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები დევნილის, 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალებას. თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - ძიება უკვე დაწყებულია, სწორედ გუშინდელი ტრაგედიის გამო ოპოზიციის ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს. შენობა, სადაც 100-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ავარიულია. ნაგებობა 2001 წლის მიწისძვრის დროს კიდევ უფრო დაზიანდა. უმძიმესია საცხოვრებელი პირობები. ჯანდაცვის სამინისტრო შენობის ბინადრებს ორ ვარიანტს სთავაზობს - ან სამინისტროს მიერ ნაყიდი კორპუსების მშენებლობას დაელოდონ და მანამდე ქირით გადავიდნენ, ან სამინისტროს მიერ შეთავაზებული თანხით ბინები თავად მოიძიონ. ადრესატები უწყებას უნდობლობას უცხადებენ. მანანა დევაძე აშუქებდა ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციას, რომელსაც პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მასშტაბური პროექტი წალკაში ეკოტურისტული ობიექტის განვითარები...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მასშტაბური პროექტი წალკაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაშბაშის კანიონზე მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება და...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
SHIDA KARTLI - region in Georgia(with music "Meufe Zenoni")...
GEORGIAN svani
სასტუმრო
ULTRAMARINI GEORGIA
სასტუმრო არაგვის კალაპოტში | მორიგი საფრთხე ამჟამად უკვე ფას...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
BOUTIQUE HOTEL - Georgia - Tbilisi - Metekhi Rise St. # 9
JABA ONIANI
კონფერენცია - „ალიანსი მასწავლებელთა უფლებებისათვის"
საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი