ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო გალა-კონცერტი სტრასბურგში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, 25 სექტემბერს, 20:00 საათზე, სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში (STRASBURG CONVENTION CENTRE), პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ”იავნანას” ორგანიზებით, საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი ქართველი სოლისტები და საქართველოს სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მიიღებს; ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: ნინო მაჩაიძე (სოპრანო) - ანიტა რაჭველიშვილი (მეცო-სოპრანო) - ოთარ ჯორჯიკია (ტენორი) - ბადრი მაისურაძე (ტენორი) - ლადო ათანელი (ბარიტონი) - პაატა ბურჭულაძე (ბანი); საქართველოს სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი. საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება. საქველმოქმედო კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პატრონაჟით ტარდება. პროექტის მხარდამჭერია ასოციაცია Humanitaire “Espoir 2008”. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო გალა-კონცერტი სტრასბურგში
culturegovge culturegovge
მაია ასათიანი ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო გალა-კონცერტზე
Iavnana International Charity Foundation
Soso Pkhakadze \u0026 his daughter / სოსო ფხაკაძე შვილთან ერ...
Iavnana International Charity Foundation
ფონდ "იავნანას" 6 წლის იუბილე
Iavnana International Charity Foundation
იავნანას ბენეფიციარები საქველმოქმედო აქციაზე
Iavnana International Charity Foundation
ნინო კასრაძე, ნანუკა ხუსკივაძე და ნინო არსენიშვილი "იავნანას...
Iavnana International Charity Foundation
ყარამან ქუთათელაძე, ნიკუშა შენგელაია, მამუკა მიქელაძე და ბუბ...
Iavnana International Charity Foundation
გივი ბერიკაშვილი შვილიშვილებთან ერთად, ფონდ "იავნანას" აქცი...
Iavnana International Charity Foundation