საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმძღვანელოს - „სტატისტიკური მიზნებისათვის დანაშაულის საერთაშორისო კლასიფიკაციებთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების შესაბამისობა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, „ევროკავშირი საქართველოსთვის - EU4 Georgia“-ს მხარდაჭერით გამოიცა.
ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ ხელმძღვანელმა ტერი სქეიფმა გახსნეს.
როგორც ნათია მერებაშვილმა აღინიშნა, სახელმძღვანელოს შექმნის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სტატისტიკური მიზნებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა შემადგენლობების თემატური დაკავშირება განხორციელდა საერთაშორისოდ შეთანხმებულ და აღიარებულ დანაშაულის კლასიფიკაციებთან, რომელიც საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ კონცეფციებს, განმარტებებს და პრინციპებს ეფუძნება, რათა გაუმჯობესდეს დანაშაულის სტატისტიკის თანმიმდევრულობა და საერთაშორისო შედარებითობა, აგრეთვე ანალიტიკური შესაძლებლობები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturash...