თბილისის პასუხი რუსეთის საგარეო უწყებას
მოსკოვის პროვოკაციული მოწოდებით დასრულებული რაუნდი ჟენევაში. ოფიციალური თბილისის მწვავე რეაქცია მოჰყვა იმ რეზონანსულ განცხადებას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. ლავროვის უწყება საქართველოს ხელისუფლებას საოკუპაციო ხაზის დელიმიტაცია-დემარკაციის მიზნით დე-ფაქტო რეჟიმებთან მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს. მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზთან გატაცებები საკმაოდ გახშირებულია, ჩაკეტილია ე.წ. გადასასვლელები, ირღვევა ადგილობრივების უფლებები და პანდემიის დროს კიდევ უფრო გამწვავებულია ჰუმანიტარული მდგომარეობა, მოსკოვი ადგილზე არსებულ ვითარებას შედარებით სტაბილურად აფასებს. განცხადების მთავარი გზავნილი ნატოში საქართველოს გაწევრიანების ხელის შეშლაა. წინა რაუნდების მსგავსად, დევნილების საკითხზე საუბრის დაწყებისთანავე რუსულმა დელეგაციამ შეხვედრა ამჯერადაც ჩაშალა, რაზეც ლავროვის უწყება პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს. მოსკოვი საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში ტენდენციური დოკუმენტების გატანაში ადანაშაულებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განცხადებები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა-რუსეთის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა რუსული ინტერვენციის საფრთხის ზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის ბრალდებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster