უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის 356-ე დღეა. რუსეთის არმია უკრაინული დასახლებების დაბომბვას განაგრძობს. უკრაინის ძალებმა მტრის შეტევა 12 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარეობს. საოკუპაციო ძალები კვლავ ცდილობენ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევას. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთმა უკვე დაიწყო უკრაინაში მასშტაბური შეტევა. ამასთან, მისი თქმით, ალიანსი ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ ვლადიმირ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება, ის იკრებს ძალებსა და მეტ შეიარაღებას აგზავნის უკრაინაში. დამატებით შეიარაღებას დასავლელი პარტნიორებისგან ელოდება უკრაინული მხარეც. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ემზადება რამშტაინის ფორმატის შეხვედრისთვის, რომელიც დღეს გაიმართება. ამასთან, მისი თქმით, უკრაინას აქვს ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა, მიმდინარე წელს დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.