ვლადიმერ პუტინის განკარგულება
უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, კრემლი სუვერენული სახელმწიფოს მიწების ანექსიაზე გადავიდა. რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ოლქების დამოუკიდებლად აღიარება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მოხდა. განკარგულების მიხედვით, ხერსონისა და ზაპოროჟიეს აღიარება ამ ოლქებში მცხოვრები ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გათვალისწინებით მოხდა, რომლებიც 2022 წლის 27 სექტემბერს გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ვლადიმერ პუტინი ხელს მოაწერს განკარგულებას უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთთან მიერთების შესახებ. საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს პუტინის მცდელობას უკრაინის ტერიტორიების მიერთებაზე და არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვლადიმერ პუტინის განკარგულება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში პუტინის გადაწყვეტილებას აფასებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ინტერვიუ „დოიჩე ველეს“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის სანქციები საქართველოს ოთხ მოქალაქეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინამ საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინამ საქართველოს ოთხ მოქალაქეს დაუწესა - აშშ-ის ელჩის გა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის წყდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster