გამოფენა ,,კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში“
06/29/2015
culturegovge culturegovge-ის
მიერ
3 ივლისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის ,,კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში“ გახსნასა და წიგნი-ალბომის ,,ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი“ პრეზენტაციაზე.
გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში.
ნინო ჯორჯაძე საქართველოში პირველი ფოტომოყვარული ქალია, რომელმაც შექმნა პირველი მსოფლიო ომის ამსახველი მრავალფეროვანი და თემატურად მდიდარი მატიანე.
გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდეგნილი ნინო ჯორჯაძის მიერ კავკასიის ფრონტზე 1914-1918 წლებში შექმნილი ფოტოსურათები, მისი წერილები, დოკუმენტები, სიგელები, დღიურები და პირადი ნივთები. ასევე, ფოტოსურათები საოჯახო არქივიდან, რომელიც რესტავრირებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტო-ქაღალდის სარესტავრაციო ლაბორატორიის მიერ.
ფოტოგრაფიით გატაცებული ნინო ჯორჯაძე ომის დაწყებისთანავე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა და კავკასიის ფრონტიდან პირველმა ასახა ომის მნიშვნელოვანი მოვლენები, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული სამხედრო მოქმედებები, ისტორიული პირები და სხვადასხვა ეთნოგრაფიული ჯგუფი.
გამოფენის ფარგლებში ასევე დაგეგმილია წიგნი-ალბომის „ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი“ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მხარდაჭერით გამოიცა. წიგნში თავმოყრილია ნინო ჯორჯაძის მიერ კავკასიის ფრონტზე შექმნილი ფოტოსერიები და სხვადასხვა ამონარიდი პირადი დღიურებიდან.
გამოფენის ორგანიზატორები არიან:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045