ხობში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრი გაიხსნა

11/20/2019
Radio Atinati-ის მიერ

ხობში განათლების და განვითარების ცენტრმა „თოლისკური“ შშმ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის დღის ცენტრი გახსნა. ცენტრის სერვისებით ექვსიდან თვრამეტ წლამდე ასაკის 20 ბენეფიციარი ისარგებლებს.

მათთან სპეციალისტები სხვადასხვა, მათ შორის, არაფორმალური განათლების, თერაპიული აქტივობებისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით იმუშავებენ. ბავშვები ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და ტრანსპორტირებით.


შეხვედრას მშობლები, თემით დაინტერესებული მოქალაქეები არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მანამდე, შეკრებილებს „თოლისკურის“ ხელმძღვანელმა გვანცა კიკალიშვილმა შეკრებილებს პროექტის მიზნებზე და ორგანიზაციის სხვა მიღწევებზე კულტურის სახლში ესაუბრა. თავის მხრივ, სტუმრებმა ორგანიზაციის ხელმძღვანელს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

აღნიშნული ცენტრი ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის „თანასწორობა გვჭირდება“ ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც “საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB) განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“, დასაქმების ცენტრი (EDEC) და ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE) ახორციელებენ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან