მარცხენა სანაპიროზე გზებისა და ეზოების რეაბილიტაცია გრძელდება

06/11/2020
RUSTAVI.GOV.GE-ის მიერ

რუსთავში, მარცხენა სანაპიროზე, გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

წერეთლის და წმინდა ნინოს ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტით განსაზღვრულია გზის და შიდა ეზოების რეაბილიტაცია მარცხენა სანაპიროს 11 სხვადასხვა ლოკაციაზე.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულდა მაიაკოვსკის #6ბ და მშენებელთა #42 საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, ფიროსმანის ქ.#19-თან კეთილმოეწყო გზა და მიმდებარე ტერიტორია, დუმბაძის #34-44 კორპუსებთან განახლდა ა/ბეტონის საფარი.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დუმბაძის გასავლელის ასფალტ-ბეტონის საფარის და ოდიშარიას ქუჩის #33, #34, #36 და წმინდა ნინოს ქუჩის #2-ის ეზოების, წერეთლის ქუჩის, წმინდა ნინოს ქუჩის დარჩენილი ნაწილის, წმინდა ნინოს და მშენებელთა ქუჩების დამაკავშირებელი გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია. სანიაღვრე ქსელი ეწყობა მე-6 საბავშვო ბაღთან და გომელაურისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე.

პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მისი ღირებულება 1 მლნ 323 000 ლარს შეადგენს.

ვიდეოები „RUSTAVI.GOV.GE"-ისგან