Style Avenue - ნანა ჭურაძე
Style Avenue - ნანა ჭურაძე Official Site - http://www.musicbox.ge/ Facebook - https://www.facebook.com/pages/MusicB... Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge Style Avenue on Facebook - / musicboxstyleavenue სახლის ინტერიერი ისეთივე ზომიერებას და გემოვნებას მოითხოვს, როგორც ქალი, რომელსაც სურს რომ მუდმივად ელეგანტურად გამოიყურებოდეს. არქიტექტორმა ნანა ჭურაძემ, ამ 240 კვადრატულ მეტრიან ბინაში მყუდროებასა და ჰარმონიას ყველანაირი ზედმეტი დეტალის გარეშე მიაღწია. სწორკუთხოვანი, მკაცრი, მასიური ავეჯი ღია ტონალობის, პასტელური ფერის კედლებს შეუხამა და საბოლოო ჯამში ახალგაზრდა ოჯახზე გათვლილი დახვეწილი ინტერიერი მიიღო. დღესდღეისობით ჭერზე განათებისთვის გიბსოკარდონით შექმნილი ზონები საკმაოდ პოპულარულია. არქიტექტორ ნანა ჭურაძეს კი მიაჩნია, რომ მაშინ როცა სახლში სწორკუთხოვანი ავეჯი ჭარბობს, სასურველია რომ ჭერიც ამავე ფორმის ზონებით დაიტვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უცხო თვალი მკვეთრ სხვაობას ინტერიერში აუცილებლად შეამჩნევს. ნანა ჭურაძის გემოვნება სააბაზანოსაც ეტყობა. დიზაინერმა გადაწყვიტა შავი და თეთრი ფერის კაფელი ერთმანეთთან შეეთამაშებინა, სწორედ ამიტომაც ისინი ჯვარედინად განალაგა. სხვათაშორის კომბინაცია საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა. ამ სახლის ყველაზე დიდი პლიუსი სამზარეულოს მხრიდან არსებული აივანია, რომელიც შეიძლება ითქვას მისაღები ოთახის ფუნქციასაც კი ითავსებს. ოჯახის წევრები წელიწადის ნახევარს სწორედ აქ ატარებენ. ფაქტია რომ ეს აივანი სტუმრებსაც და ბავშვებსაც ძალიან ხიბლავთ. მოკლედ სახლის რემონტისას ეცადეთ ყველა ახალი იდეა გემოვნებას, თანამედროვე ტენედციებსა და ფინანსებს შეუსაბამოთ და თავი აარიდოთ ინტერიერის ზედმეტ გადაპრანჭვას. სადა და დახვეწილი სახლი ყოველთვის დაიმსახურებს მოწონებას.
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
Style Avenue - ემა ომანაძე
Music Box
Style Avenue - ეკა ჯავახიშვილი
Music Box
Style Avenue - ნატალია დევდარიანი
Music Box
Style Avenue - გიორგი ოქრიაშვილი
Music Box
Style Avenue - დავით მახარობლიშვილი
Music Box
Style Avenue - ციკო
Music Box
Style Avenue - დავით ბახტაძე
Music Box
ELIZABETH ARDEN 5th Avenue After Five სუნამო სპრეი
სილამაზის სამყარო