Style Avenue - ეკა ჯავახიშვილი

10/25/2012
Music Box-ის მიერ

Official Site - http://www.musicbox.ge/
Facebook - https://www.facebook.com/pages/MusicB...
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
ეს ბინა სულ რაღაც 90 კვადრატული მეტრია, თუმცა დიზაინერი ეკა ჯავახიშვილი ყველანაირად შეეცადა არსებული სივრცე მაქსიმალურად აეთვისებინა და შეექმნა ისეთი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მას დიდ კომფორტთან ერთად მყუდროებასაც შეუქმნიდა. ცალმხრივი განათებისა და მზიდი კედლის პრობლემის გამო, სახლი საკმაოდ საინტერესოდ დაპროექტა. ბინაში გაჩნდა სამკუთხედი სველი წერტილი და ხუთკუთხედი საძინებელი. სხვათაშორის მრავალკუთხოვანი ოთახები სახლის ინტერიერს საკმაოდ მომხიბვლელსა და ამავდროულად უცნაურს ხდის. იმის გამო რომ ეკა ჯავახიშვილი მზიდ კედელს ხელს ვერ ახლებდა, ამ უკანასკნელმა დეკორატიული ელემენტის დატვირთვა შეიძინა. ინტერიერში სიმრგვალის შემოტანასთან ერთად ფანჯრის სიახლოვეს გაჩნდა მრგვალი სვეტიც. ბინის დაპროექტებისას ეკა ჯავახიშვილს მელანქოლიურ განწყობა ჰქონდა, სწორედ ამიტომ საძინებელი ოთახი მუქ ფერში გადაწყდა. თუმცა დროთა განმავლობაში ხასიათის ცვალებადობასთან ერთად ეკა არ გამორიცხავს სახლის ინტერიერის განახლებას. ერთი შეხედვით სამზარეულო და მისაღები ოთახი ერთ სივრცეშია განლაგებული, თუმცა მათ გასამიჯნად ეკა ჯავახიშვილმა ხელოვნურად შექმნა კედელი, რომელიც სრულიად იზოლირებულს ხდის ამ ორ ზონას. ასე რომ თუკი თქვენც გაქვთ სივრცის პრობლემა, თუმცა მიუხედავად ამის გსურთ ბინა მაქსიმალურად მყუდრო და მოსახერხებელი გამოვიდეს, ეცადეთ არსებული ფართი რაციონალურად გამოიყენოთ და შექმნათ ყველასგან განსხვავებული, მხოლოდ თქვენზე მორგებული ინტერიერი.

ვიდეოები „Music Box"-ისგან