Style Avenue - დავით მახარობლიშვილი
Official Site - http://www.musicbox.ge/ Facebook - https://www.facebook.com/pages/MusicB... Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge ამ სახლს თავისი ისტორია აქვს. წლების წინ არიქტექტორმა დავით მახარობლიშვილმა ეს 170 კვადრატული მეტრი საკუთარი სტუდიისთვის შეიძინა, თუმცა ბინაში არსებულმა სივრცემ და მყუდრო გარემომ მის მეპატორენეს აზრი შეაცვლევინა და ეს ფართიც ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლად იქცა. დავით მახარობლიშვილის მიერ დაპროექტებულმა ინტერიერმა და მისსავე ესკიზით შექმნილმა ავეჯმა ნამდვილად გაამართლა. ეს დუპლექისის ტიპის ბინა უზარმაზარი ვერანდით მთლიანობაში საკმაოდ საინტერესო, კომფორტული და რაც მთავარია განსხვავებული გამოვიდა. ჭერზე არსებული მასიური ხის ნივნივები, დეკორად გამოყენებული აგური და ფერადი კედლები მთლიანობაში ტოვებს შთაბეჭდილებას თითქოს სახლი ზღვის ნაპირას მდებარეობს. ზღვისპირა კოტეჯის ილუზიას სპეციალურად შექმნილი მანსარდის ქანობიც ქმნის, რომელიც სხვათაშორის ინტერიერში არაჩვეულებრივად ჯდება. დავით მახარობლიშვილს მიჩნია რომ სახლის ინტერიერი და აურა ერთმანეთან სინთეზშია. უამრავი ისტორიული ნივთი და ფერწერული ნახატი ბინაში მართლაც რომ მშვიდ გარემოს ქმნის. ზოგადად სახლში შეიძლება ითქვას რომ არც თუ ისე ძვირფასი მასალებია გამოყენებული. დავით მახარობლიშვილი ყველანაირად ეცადა მისაღებ ფასად გემოვნებიანი, დახვეწილი ინტერიერი შეექმნა. ხის ჩარჩოებზე გადაკრული ჭილოფის კარადის კარი ამის მარმწუნებელია. გოთიკური სტილის ლითონის კარკასში ჩასმული ბუხრის საკვამური ღრუებიანი ქვებითაა დაფარული, რომელიც დავით მახარობლიშვილმა სპეციალურად ჭიათურიდან ჩამოიტანა. ეს საბადოებიდან გამოტანილი ქვები დამეთანხმებიტ რომ საკამოდ ეფექტურია. ამ სახლის ყველაზე დიდი პლიუსი არსებული სივრცეა, მოკლედ თქვენც ეცადეთ განსხვავებული ხედვით საინტერესო ინტერიერი შექმნათ. მაგრამ თუკი ეს თქვენთვის არც თუ ისე მარტივია, დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე და მოგვწერეთ. გადაცემა სთაილ ავენიუ მზადაა ქართველ არქიტექტორებთან ერთათ თქვენ საუკეთესო რჩევები მოგაწოდოთ.
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
Style Avenue - დავით ბახტაძე
Music Box
davit agmashenebeli avenue-დავით აღმაშენებლის გამზირი.
Другие Города
david agmhmashenebeli avenue-დავით აღმაშენებლის გამზირი
Другие Города
Style Avenue - ემა ომანაძე
Music Box
Style Avenue - ეკა ჯავახიშვილი
Music Box
Style Avenue - ნატალია დევდარიანი
Music Box
Style Avenue - გიორგი ოქრიაშვილი
Music Box
Style Avenue - ციკო
Music Box