რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთთან მოლაპარაკებას გეგმავს


თურქეთის პრეზიდენტი დღეს ფინეთის წარმომადგენელთან, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ილაპარაკებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანს არ დაუკონკრეტებია, ვისთან გამართავს მოლაპარაკებას. მისივე თქმით, საუბარი ასევე ექნება ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ბრიტანეთის წარმომადგენელთანაც.

თურქეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას არ ცვლის და აცხადებს, რომ ეს სახელმწიფოები მხარს უჭერენ ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა ქურთისტანის მუშათა პარტია და ასევე, ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევრებს, რომლებიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალებაში არიან ეჭვმიტანილნი.

ნატო-ში ახალი წევრების მიღებას ალიანსის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან