საქართველოს პარლამენტის მიმართვა ნატო-ს
იშვიათი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია საერთო დოკუმენტზე შეთანხმდნენ. ნატოს სამიტის წინ თბილისიდან ბრიუსელში პარლამენტის სახელით გასაგზავნ განცხადებას „ქართული ოცნების“ და ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა აქვს. დოკუმენტს ბოლოს შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საპარლამენტო საქმიანობაში რამდენიმე საათის წინ ჩაერთო. ბელგიის დედაქალაქში 14 ივნისს დაგეგმილ ნატოს სამიტში მხოლოდ წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის ერთობლივი განცხადების მთავარი გზავნილი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერაში მრავალპარტიული ერთიანობის დემონსტრირებაა. ხელმომწერები ნატოს წევრ ქვეყნებს კონკრეტული მოწოდებებით მიმართავენ და მოახლოებულ სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დაფიქსირებას ელოდებიან. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული ღია კარის პოლიტიკაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე შავი ზღვის რეგიონში ნატოს მეტ ჩართულობაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპარლამენტო ოპოზიციის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიმართვა სააკაშვილის შეწყალების თაობაზე - შეფასებები პოლიტიკ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვაზე დასმულმა რამდენიმე კ...
Radio Atinati
ღამის კურიერი - ნინო ბურჯანაძე - „ერთიანი საქართველო“ - არჩ...
ღამის კურიერი - არჩევნები 2020
მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
იაგო ხვიჩია: კარგი აზრები მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ა...
Girchi • გირჩი
იაგო ხვიჩია: აქ რისთვის ვართ შეკრებილი?
Girchi • გირჩი