ქუთაისის მეტეოროლოგიურ სადგურში თანამედროვე რადარი დამონტაჟდა
02/02/2021
Mega TV - ტელეკომპანია მეგა-ის
მიერ
📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
ქუთაისის მეტეოროლოგიურ სადგურში თანამედროვე რადარი დამონტაჟდა.ახალი რადარი საშუალებას იძლევა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს მონაცემები ღრუბელთა ტიპების, მათი წყალშემცველობის, გადაადგილების მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური მახასიათებლების შესახებ ქუთაისიდან 200-250 კმ-ის რადიუსში.გარდა ამისა, რადარის მეშვეობით შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც მათგან გამოწვეული შესაძლო წყალმოვარდნების და ღვარცოფების შესახებ საპროგნოზო ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს. რადარი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დამონტაჟდა.