სოფელ ხაბუმეს მკვიდრთა გამოკითხვა


სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოში სოფელ ხაბუმეს მკვიდრთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

გამოძიება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიების შეკითხვებს უკვე უპასუხა ზურაბ გაბისონიამ, მას სოფელ ხაბუმეში ამომრჩევლებისთვის სხვადასხვა პროდუქტის უფასოდ დარიგებაში ადანაშაულებენ. გაბისონია, ისევე როგორც გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბი, ბრალდებას უარყოფს.

გამოძიების შედეგს ელოდებიან „ქართულ ოცნებაში“.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან