მუხური Mukhuri (City of Chkhorotsku)

10/21/2020
Shavleg Shelia-ის მიერ

მუხური — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობისწყლის ხეობაში. სოფელს სამხრეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფლები — ხაბუმე, ზუმი და თაია, ხოლო დასავლეთით — წალენჯიხის მუნიციპალიტეტი.
მუხური ითვლება ქართული მეფუტკრეობის ერთ–ერთ ცენტრად. დღეის მდგომარეობით შექმნილია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის საჯიშე ბაზა ლაბორატორიით. სოფელ მუხურში არის პოეტ ლაშა გახარიას სახლ–მუზეუმი, სადაც ხშირად იმართება პოეზიის საღამოები. სოფელში არის მოქმედი წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ასევე ცნობილია \"ლუგელას\" მინერალური წყლის სამკურნალო თვისებები.
მოკლე ისტორიული მასალა:
ისტორიული წყაროებით დადასტურებულია, რომ სოფლის მთიანეთში, კერძოდ ლუგელას ხეობაში, სადაც არსებობს კარსტულკი მღვიმეები და გამოქვაბულები, ადამიანს უხსოვარი დროიდან უცხოვრია, იქ ნაპოვნი ქვის იარაღები –ნაჯახი, ხელცულები, სატეხ–საჩორკნი ქვები, ნეოლითური ხანის ადამიანის ცხოვრების დამადასტურებელია. რომაელი სარდლის პომპეუსის ეგრესში ლაშქრობის აღსანიშნავად მუხურისა და თაიის ტერიტორიაზე გამავალ ბილიკს ხალხი დღესაც \"პომპიას ბილიკს\" ეძახის. შუა საუკუნეებსა და შემდგომ პერიოდში განვითარებული კულტურის არსებობაზე მეტყველებენ აქაური ისტორიული ძეგლები. მუხურის ყველაზე საინტერესო ბუნებრივი ძეგლია კარსტული მღვიმე \"შურუბუმუ\", რომელიც ლუგელას ხეობაში იღებს სათავეს და ათეულ კილომეტრზეა განვითარებული. ასევე ცნობილია მყინვარული წარმოშობის ტბები: ,,ტობავარჩხილი“, ,,ცაშკიბული“ და სხვა.
წყარო : Georgian Travel Guide ლინკი: https://georgiantravelguide.com/ka/mu...

Mukhuri is a village in western Georgia, Samegrelo-Chkhorotsku municipality, Upper Svaneti region, Khobistskali gorge. The village is bordered on the south and east by the villages of Khabume, Zumi and Taia, and on the west by Tsalenjikha Municipality.
Mukhuri is considered to be one of the centers of Georgian beekeeping. At present, the beekeeping punishment base of the Scientific Research Center under the Ministry of Agriculture has been created with a laboratory. There is a house-museum of poet Lasha Gakharia in the village of Mukhuri, where poetry evenings are often held. In the village there is a functioning St. St. George and St. Church of St. Nicholas. The healing properties of the essential oils, have long been known in ancient times.
Short historical material
Historical sources confirm that in the mountains of the village, in particular in the Lugela valley, where there are karst caves and caves, people have lived since time immemorial, stone tools - axes, handcuffs, grindstones - are evidence of human life in the Neolithic period. To mark the expedition of the Roman commander Pompey to Egres, the trail leading to the area of ​​Mukhuri and Thais is still called the \"Pompeii Trail\". The existence of a culture developed in the Middle Ages and later shows the historical monuments here. The most interesting natural monument of Mukhuri is the karst cave \"Shurubumu\", which originates in the Lugela valley and is developed tens of kilometers away. Also known are lakes of glacial origin: \"Tobavarchkhili\", \"Tsashkibuli\" and others.

Source: Georgian Travel Guide Link: https://georgiantravelguide.com/ka/mu...

ვიდეოები „Shavleg Shelia"-ისგან