გამოიწერეთ არხი :)
https://www.facebook.com/profile.php?...
რაღაცას ნიშნავს
კვლავ შეტევები, სიმარტოვე, გოია, ლისტი,
არ დაუღვრელი, დასაღვრელი სისხლი აზონის.
ჯანდაბას მეთქი; ქვეყნად ყველა როიალისტი
დაჟანგულ ფრთების უმეტყველო დიაპაზონით.
სადაც არა სწამთ იქ წავიდეთ ქარებით აზიზ
დრო დავახარჯოთ დასახარჯი პასტებს ნაკლები.
\" რა პოეზია.... კალმის წვერზე მკიდია აზრი \"
დოსტოევსკები, პუშკინები, პასტერნაკები.
მე ვიყავ შივა და მიყვარდნენ ადრე სატები,
მე ვიყავ ოშო, ვიყავ ბუდა და ვიყავ კრიშნა
და ჩემი ფრთები; უმეტყველო ადრესატები
დაჟანგულიც კი მიქაელის რაღაცას ნიშნავს!
დღეს მე ვარ კლიმტი, მე ვარ მუნკი და ჰიროშიგე,
ვიღებ ფუნჯისგან კვლავ დემონურ ჩუმ აგრესიას;
რომელიც ბევრჯერ დაიჭირეთ და მიმოშიგნეთ,
რომ ვერ გამიგეთ, ეს ისეთი უმაგრესია!
ამ ეპოქაში მიტოვებულს და გადანაჩვევს;
ჩემში ვგრძნობ ახალ სიგიჟეებს როგორც ყველა სქესს.
სხვა ეპოქაში ხელოვნებას მე გადავარჩენ,
გიჟი მხატვარი; უტრილო ვარ! ხანაც ველასკესს...
ვგავარ და ვამბობ; სისუფთავე ღვთისმოსავია,
მშვენიერებით ტკივილები სხეულს მიკურნავს.
მე შევქმნი პირჯვარს, ჰო, სარწმუნოს და მოსავლიანს,
პარალელებში ვალამაზებ პერპენდიკულარს...
ღვთის და სიკვდილი ერთადერთი მრჩება ბალანსზე,
მე ვარ და ვინჩი, კარავაჯო და ედგარ დეგა.
როგორც ლურჯა ცხენს; მეც სხეულზე მიწვავს ბალანს მზე,
სული და ხორცი განქორწინდნენ საზღვრის შედეგად.
უსმენს ერთ ყურში ჩემი ცივი სმენის რქა წყვდიდს,
გარდაცვლილ კართან მიტოვებულ ბეთჰოვენივით.
ვიღაცის ღმერთმა მე სხეულში გამომაწყვდია
ხოლო სასმენად ეშმაკი მყავს შემორჩენილი.
ყველას ასლი აქვს, სასაფლაო ზის მუსიკაში,
მაგრამ მხატვარი თავის მხარზე დახატულია!
როგორ ამემღვრა მეგობარო მზის მუსი კანში,
მკვდარი ქალაქი იცინის და ხალხის გული აქვს
და ეკლესია მსუქანია, ეს არი ლორწო,
სადაც უვიცნი მიმოდიან მწყობრში წყვილებად.
მე უღმერთობა თვითონ ღმერთში მიყვარს და მომწონს
ამ ეპოქაში ვერ გამიგებთ, ნუ გეწყინებათ!
ნუ გეწყინაბათ, რომ ამომგლეჯთ ენას გვამიდან,
დავარქვა მიჯობს დიდბული ჩემს სისხლს; არ ქმევას.
მე დავბრუნდები და ხელახლა ენას ავიდგამ!
მე მკრთალი რასის უჩვეულო მოქალაქე ვარ!
სადაც არა სწამთ იქ წავიდეთ ქარებით აზიზ
დრო დავახარჯოთ დასახარჯი პასტებს ნაკლები.
\" რა პოეზია.... კალმის წვერზე მკიდია აზრი \"
დოსტოევსკები, პუშკინები, პასტერნაკები.
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2021 წ.