აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-15 ბაღში ჯგუფი გაიხსნა
ზუგდიდის №15 საბავშვო ბაღში აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე აღსაზრდელებისთვის ინტეგრირებული ჯგუფი გაიხსნა. ეს საქართველოს მასშტაბით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, რიგით მეორეა. პირველი მსგავსი სპეციალური ჯგუფი თბილისში გაიხსნა. ჯგუფი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 8 აღსაზრდელზეა გათვლილი, ამ ეტაპზე კი მათი რაოდენობა 4-ია. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მასწავლებლებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს და შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღეს. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან სწორედ ისინი იმუშავებენ. ინტეგრირეგბული ჯგუფი ზუგდიდის მე-15 ბაღში 1 ნოემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები იქნებიან ამ ოთახში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა აღსაზრდელებთან არ ექნებათ ურთიერთობა, პირიქით, ისინი ინტეგრირებულნი იქნებიან ბაღის სხვა აღსაზრდელებთან“, - თქვა პროექტის მენეჯერმა რუსუდან ჩხუბიაშვილმა. ზუგდიდის სკოლამდელ დაწესებულებათა სააღმზრდელო ცენტრის ხელმძვანელის ელისო ყალიჩავას თქმით, ინფორმაცია სპეცჯგუფის შესახებ ზუგდიდში უკვე არსებობს და ჯგუფი მზად არის ბავშვების მისაღებად. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, ჩეხეთის საელჩოსა და უშუალოდ პროექტის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტს "საქართველოში აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა" ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ჩეხეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩენილი ბავშვები საკუთარი უფლ...
Livepress. ge
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების დასახმარებლად
შუადღე GDS / shuadge GDS
მშობლები აუტიზმის შესახებ
Radio Atinati
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საჭიროებები
TV 25
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა - გე...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, თბილისში ც...
TV IMEDI
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მხარდაჭერის პროგრამა
Jaba Nachkebia
აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება –...
Caritas Czech Republic in Georgia