კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა საქართველოში

12.06.2020 01:22

საქართველოში „კოვიდ 19“-ის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა. „ჩვენ ვანგარიშობთ გუშინდელი დილიდან, 09:00 საათიდან დღევანდელ 09:00 საათამდე და გვქონდა ცხრა შემთხვევა. დღის განმავლობაში ექვსი დაემატა და შესაძლებელია კიდევ დაემატოს. ექვსი შემთხვევა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ დაადასტურა. ეს მიემატება უკვე დადასტურებულ 837 შემთხვევას“, – აცხადებს გამყრელიძე. ამასთან, რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, რომ ექვსი დადებითი პასუხი მათი კლინიკიდან გაგზავნილი პაციენტების ტესტებიდან მიიღეს. ლევან გოფოძის თქმით, სამ დღეში მათთან კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სამიდან 17-მდე გაიზარდა. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის განცხადებით, მათ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს და მიმართვიანობასთან ერთად ტესტებზე დადებითი პასუხების რაოდენობაც იმატებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
02:31

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში
04:26

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

COVID 19-ის გავრცელების ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში
00:26

COVID 19-ის გავრცელების ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ამირან გამყრელიძის შეფასება
01:34

ამირან გამყრელიძის შეფასება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა საქართველოში
00:57

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში
04:21

პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
03:51

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
02:12

COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო