ღაზაში საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 500 ადამიანი დაიღუპა

18.10.2023 01:11

ღაზაში საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 500 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე განცხადებით, ჰოსპიტალში ასობით პაციენტი იმყოფებოდა, რომელთა ნაწილი ახლა ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ საავადმყოფოს ისრაელის თავდაცვის ძალები დაესხნენ თავს. ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი „ბარბაროსი ტერორისტები“ არიან. „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიე კი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებს აკისრებს. ის მოუწოდებს ყველა პალესტინელს, ოკუპაციას დაუპირისპირდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: