ლადო გუდიაშვილი 120 - გამოფენის გახსნა

06/23/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

წელს, ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკაშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლადო გუდიაშვილის ფონდი 4 საიუბილო გამოფენას უწევს ორგანიზებას.
22 ივნისს, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, მხატვრის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რიგით მეორე გამოფენა გაიხსნა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ 1930-50 წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება ესტუმროს ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზს 23 ივნისიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, 11:00 საათიდან 18:30 საათამდე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.





http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან