21 წლის მამაკაცი შეყვარებულის ოჯახის წევრებმა ცემით მოკლეს


საგარეჯოს მუნიციპაიტეტის სოფელ კაზლარში 21 წლის მამაკაცი შეყვარებულის ოჯახის წევრებმა ცემით მოკლეს. გარდაცვლილის ბიძის თქმით, ახალგაზრდებს ერთმანეთი 1 წლის განმავლობაში უყვარდათ. გოგონამ ბიჭს მიწერა, რომ მამამისი სახლში არ იყო და წაეყვანა. შეყვარებულთან მისულ ბიჭს კი გოგონას მამამ მიუსწო, რის შემდეგაც ახალგაზრდა სახლში შეათრიეს და ჯოხებით ცემეს. ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციამ გოგონას მამა 42 წლის ნოვრუზ ქ. დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი არასრულწლოვანი გოგონას მოტაცებას აპირებდა და მის საცხოვრებელ სახლში ამ მიზნით შეიპარა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1y33RyZ

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან