აშშ-ის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომელიც კრძალავს რუსეთში ამერიკული დოლარის კუპიურებისა და ფუფუნების საგნების ექსპორტს, გაყიდვასა და მიწოდებას. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, აშშ-ის ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან, პირდაპირ ან ირიბად, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, იკრძალება რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის ან რუსეთის ფედერაციაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის დოლარის ბანკნოტების ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება. ასევე, აშშ კრძალავს რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტს. ამასთან, თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, აშშ-ში იკრძალება რუსეთში დამზადებული თევზეულის, ზღვის პროდუქტების, ალკოჰოლური ნაწარმისა და არაინდუსტრიული ბრილიანტების, ასევე, იმ პროდუქციის იმპორტი, რომელსაც აშშ-ის ხაზინის, სახელმწიფო და ვაჭრობის დეპარტამენტები ერთმანეთთან კონსულტაციების შედეგად განსაზღვრავენ. დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ რუსეთს ჩამოერთმევა შეღავათიანი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის დახმარება უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური პროკურორის რობე...
PalitraNews
საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრამპის თქმით, პუტინმა „მძლავრად“ უარყო არჩევნებში ჩარევა
რადიო თავისუფლება
აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა კიმ ჩენ ინი შტატებში მიიწვიოს
PalitraNews
ტრამპისა და კიმის ისტორიული სამიტი
რადიო თავისუფლება
"პუტინი არც მტერია, არც მეგობარი"
რადიო თავისუფლება