დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება
დონალდ ტრამპის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სოციალური მედიაგიგანტების დაცვის შეზღუდვას ისახავს მიზნად. ჩვენ ეს უკვე მოგვბეზრდა, განაცხადა ტრამპმა. პრეზიდენტი კომპანიებთან საჯარო დავაში შევიდა და ისინი თავისუფალი სიტყვის ცენზურასა და მიკერძოებაში დაადანაშაულა. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სოციალური მედიის კომპანიებმა, როგორიცაა „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“, უარი უნდა თქვან კანონისგან იურიდიულ იმუნიტეტზე, თუკი თავიანთ პლატფორმებზე მომხმარებელთა შინაარსს შეცვლიან. ტრამპი ამტკიცებს, რომ „ტვიტერზე” ფაქტების შემოწმება კომპანიის „რედაქტორულ გადაწყვეტილებებს“ ნიშნავს. „ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ დავიცვათ თავისუფალი სიტყვა ერთ-ერთი უდიდესი საფრთხისგან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი დააკვირდება აღნიშნულ კანონმდებლობას სოციალური მედიის კომპანიების რეგულირებისთვის. დონალდ ტრამპის ახალი ბრძანება, სავარაუდოდ, კომპანიებზე სამთავრობო რეგულაციებს გაზრდის და მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ღია იქნება. აშშ-ის პრეზიდენტის გაღიზიანება „ტვიტერის“ მიერ მისი ორი განცხადების ფაქტების შემოწმების მაჩვენებლით მონიშვნამ გამოიწვია. დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რეგულაციები საჭიროა, რადგან კომპანიები ნეიტრალური ფორუმები აღარ არიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება
Formula News
მკვლევარების ნაწილს სირიიდან ჯარების გაყვანის რისკები აშფოთე...
ამერიკის ხმა
ოპერაცია „ლეგენდა“ - ამერიკელი პოლიციელების დასახმარებლად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დონალდ ტრამპის 4 წელი
ამერიკის ხმა
რატომ დატოვა აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ე.წ. თავშესაფარი ქალაქები ტრამპის წინააღმდეგ
ამერიკის ხმა
ახალი საიმიგრაციო შეზღუდვები
ამერიკის ხმა