აშშ-ის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომელიც კრძალავს რუსეთში ამერიკული დოლარის კუპიურებისა და ფუფუნების საგნების ექსპორტს, გაყიდვასა და მიწოდებას. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, აშშ-ის ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან, პირდაპირ ან ირიბად, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, იკრძალება რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის ან რუსეთის ფედერაციაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის დოლარის ბანკნოტების ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება.

ასევე, აშშ კრძალავს რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტს. ამასთან, თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, აშშ-ში იკრძალება რუსეთში დამზადებული თევზეულის, ზღვის პროდუქტების, ალკოჰოლური ნაწარმისა და არაინდუსტრიული ბრილიანტების, ასევე, იმ პროდუქციის იმპორტი, რომელსაც აშშ-ის ხაზინის, სახელმწიფო და ვაჭრობის დეპარტამენტები ერთმანეთთან კონსულტაციების შედეგად განსაზღვრავენ. დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ რუსეთს ჩამოერთმევა შეღავათიანი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან