ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ განწესდა
12/27/2018
პარლამენტის მსგავსად, დაპირისპირების ფონზე წარიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაც. მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნაწილის მიმართ არსებული კითხვების და მათი შერჩევის ფორმის გამო საკითხის განხილვა შეაჩერა, საბჭომ დღეს გასაუბრებაზე დაიბარა კიდევ ერთი მოსამართლე, რომლის წარსული საქმიანობის მიმართ პოლიტიკოსების ნაწილს და მესამე სექტორს ასევე არაერთი პრეტენზია აქვს. საუბარია ლევან მურუსიძეზე, რომელიც 11 ხმით უვადო მოსამართლედ აირჩიეს.
კენჭისყრას წინ უძღოდა კამერების წინ მიმდინარე ხმაურიანი გასაუბრება, რა დროსაც მურუსიძემ წლების წინ სულხან მოლაშვილის და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე მიღებულ რეზონანსულ გადაწყვეტილებებს უსამართლო, თუმცა კანონიერი უწოდა. კენჭისყრის შედეგებს არაერთი მწვავე განცხადება მოჰყვა, მათ შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.