თბილისის ფოტო-მუზეუმი

16.09.2019 03:38

თბილისის ფოტო ფესტივალის მთავარი მოვლენა: ცოტა ხნის წინ დედაქალაქში პირველი ფოტო-მუზეუმი გაიხსნა. ფოტოგრაფიის და მულტიმედიის სამუზეუმო სივრცეში უნიკალური საარქივო მასალები განთავსდება, მათ შორის იქნება ფოტო ფესტივალის 10-წლიანი ისტორიის მანძილზე შექმნილი მულტიმედიური პროექტების კოლექციები. საქართველოსა და ამიერკავკასიაში ეს არის პირველი ადგილი, რომელიც მთლიანად თანამედროვე გამოსახულებაზე - ფოტოგრაფიაზე, ახალ მედიასა და ვიდეოზეა ორიენტირებული. რა ელოდება მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს,- პრეზენტაციას თათია კუჭუხიძე დაესწრო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: