შუალედური არჩევნები რუსთავისა და გარდაბნის მე-12 საარჩევნო ოლქში


შუალედური არჩევნები ტარდება რუსთავისა და გარდაბნის მე-12 საარჩევნო ოლქში. ამომრჩეველი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც აქამდე არჩეული დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე ქალაქ რუსთავის მერი გახდა. ოლქში გახსნილია 121 საარჩევნო უბანი.

რეგისტრირებულ 139 989 ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სამ კანდიდატს შორის უწევს, ესენი არიან N 34 მამუკა ტუსკაძე - „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის“, N 41 ირაკლი შატაკიშვილი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და N 59 კამალ მურად-ხანოვი - „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია.“

როგორ მიმდინარეობს რუსთავში კენჭისყრის პროცესი, რუსუდან ლოლაძე გვეტყვის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან