არასოდეს მივმართავ დათო ახალკაცს - მარი დალალიშვილი


არავისთან დალაპარაკებას არ ვაპირებ, არის რაღაცეები რაც მთავრდება. შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ დათოს-თქო ვერ ვიტყვი - აცხადებს მარი დალალიშვილი და გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად დავით ახალკაცის ფრაქციის თავმჯდომარეობას ასახელებს, რომელიც მან ერთი კვირის დაგვიანებით შეიტყო.

,,არ ვიცი რა ჰქვია ამას, უნდობლობა თუ რა, მაგრამ როდესაც ერთი კვირის შემდეგ იგებ, რომ ფრაქციის თავმჯდომარე არ ხარ, ხვდები რომ იქ უნდა დაასრულო. დავტოვე პარტია, მაგრამ ვრჩები მესამე პრეზიდენტის ერთგულად\" - აცხადებს მარი დალალიშვილი.

ენმ-ს ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე იმასაც აღნიშნავს, რომ ყოფილი თანაპარტიელის ნონა ქოზაშვილის ტკივილის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგო. ამბობს, რომ დეტალებზე ჯერ არ ისაუბრებს, თუმცა კონკრეტული საკითხების დაზუსტების შემდეგ მოგვიანებით ვრცელ კომენტარს გააკეთებს.

მარი დალალიშვილმა ფრაქციისა და პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 13 ოქტომბერს, მიიღო, მას შემდეგ რაც გაარკვია, რომ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ბოლო ერთი კვირაა სხვა იკავებდა.



------------------------------------------------------------------



ჩვენი ვებ გვერდი: https://tv9news.ge/
facebook:   / tv9news.ge  
instagram:   / tv9news_ge  
telegram: #-1505516664" target="_blank" rel="nofollow">https://web.telegram.org/z/#-1505516664

ვიდეოები „მეცხრე არხი ახალციხე"-ისგან