4
„მთავარი არხის“ ერთი- ერთი დირექტორი, გიორგი ქურდაძე შავი ფულის გათეთრების სქემაზე საუბრობს. მედიასაშუალებების ნაწილის ცნობით, ქურდაძემ ოფიციალური წერილით ეროვნულ ბანკსა და თიბისი ბანკის ხელმძღვანელობას მიმართა. ის იმ სქემას აღწერს, რომლითაც მისი თქმით, ტელევიზიაში მილიონები სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტი და თავად „მთავარი არხი“ ზარალდება. ქურდაძის განცხადებით, 2019-2024 წლებში „მთავარ არხში“ ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში შემოსულია 8,475,000 დოლარის ეკვივალენტის გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული, ძირითადად დოლარის კუპიურებით, რომელიც „თიბისი“ ბანკის ანგარიშების მეშვეობით, ხვდება საბანკო გადარიცხვების ცირკულაციაში. მთავარი არხის ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ „მთავარ არხს“ არასოდეს განუხორციელებია უკანონო ტრანზაქცია. არხის მენეჯმენტის განცხადებით ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და, შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. განცხადებას ავრცელებს შპს „ნიუ სეილსიც“, სადაც ნათქვამია, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის, გოგი ქურდაძის ტექსტებზე მითითებით მედიაში გავრცელდა ცრუ ბრალდებების შემცველი ინფორმაცია. არხის ერთ-ერთი დირექტორის ხმაურიან ბრალდებებს პოლიტიკური შეფასებები მოყვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ulamazesi qartuli simgera ❤️❤️
GeorgianMelodyქართულიმელოდია
თქვენი ცეკვის ვიდეო გამოაგზავნეთ აქ: [email protected]
INFINIX Dance Crew
რატომ უნდა დაიხერხოს ბეტონის იატაკი ტემპერატურულ შოვებად? მ...
ლისა ჯგუფი • Lisa group
ევროპის დღე 2023
TV IMEDI
„შარკ თენქ საქართველო“ პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კინოთეატრი ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
67 skolis banketi კლიპების რეკლამების გადაღება Full HD video...
joni elashvili 599 933 127