დაკავებულების სასამართლო


საქალაქო სასამართლოში, გუშინ პარლამენტთან, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის, ბესიკ გაზდელიანის პროცესი გაიმართა. ის პარტია „ნაციონალური მოძაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, იკავებდა გზის სავალ ნაწილს და ხელს უშლიდა მოქალაქეთა გადაადგილებას. მისივე თქმით, ბესიკ გაზდელიანი ყვიროდა და იყო აგრესიული.

დაკავებულის ადვოკატი შსს-ს წარმომადგენლის განმარტებას არ ეთანხმება. მისი თქმით, პოლიციელის მოწოდება იყო უკანონო, რადგან ბესიკ გაზდელიანის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული სახდელის სახით შსს-მ ჯარიმა მოითხივა, დაკავებული პირის ადვოკატმა კი, სამართალწარმოების შეწყვეტა, უკიდურეს შემთხვევაში კი, სიტყვიერი გაფრთხილება. მოსმართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბესიკ გაზდელიანი ორი ათასი ლარით დააჯარიმა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან