დაკავებულების სასამართლო პროცესი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებული ცხრა პირის სასამართლო პროცესი დასრულდა. ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო დაკავებულ რვა პირს ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ერთის მიმართ კი მოსამართლე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა. მინდია ლავასოღლის ახლობლები აჭარის პროკურატურასთან პროტესტს გააგრძელებენ. ლავასოღლის დის, ირინა გორაძის განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, ორშაბათს კი ისინი გენერალურ პროკურატურაში შეხვედრას გეგმავენ, რაზეც მსჯავრდებულის ექსტრადირებაზე იქნება საუბარი. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები მეექვსე დღეა, აჭარის პროკურატურასთან აქციებს აწყობენ. 15-მდე ადამიანი შიმშილობს, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი თურქეთის ციხეში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოში ან მესამე ქვეყანაში ექსტრადირებას ითხოვენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაკავებულების სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავებულების სასამართლო პროცესი
TV Formula
დაკავებულების სასამართლო პროცესი
TV 25
დაკავებულების სასამართლო პროცესი
TV 25
დაკავებულების სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავებულების სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავებულების სასამართლო პროცესი პირველ საათზე ჩაინიშნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster