„დემოკრატიის ფესტივალი“ - პოლიტიკური შეფასებები


ბათუმში დემოკრატიის ფესტივალი დღეს აღარ ჩატარდება. ეს უნდა ყოფილიყო რეგიონების შემაჯამებელი ღონისძიება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ წამოწყებულმა უწყვეტმა ნეგატიურმა კამპანიამ გავლენა იქონია ორგანიზაციულ მხარეზე და ის გააუქმეს. მანამდე „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა“ ფესტვალი წალენჯიხაში, თელავსა და ქუთაისში ჩაატარა. მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც დანიის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, შეხვედრები გაიმართა ამომრჩევლებთან, ისაუბრეს მოახლოებულ არჩევნებზე. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფესტივალის დაფინანსების საკითხი კითხვის ნიშნებს აჩენს და საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის ჩარევა დაუშვებელია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან