ლევან იოსელიანის კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე
სახალხო დამცველის არჩევის საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება. ჯერ ისევ გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა დეპუტატები პარტია „მოქალაქეების წევრის“, ლევან იოსელიანის კანდიდატურაზე შეჯერებას. მის კანდიდატურას ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეები“ შესთავაზა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მის მხარდაჭერას არ აპირებს, ნაწილს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. პოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ აქვთ მმართველ გუნდშიც. საკითხს „ქართული ოცნება“ უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვეტს. სახალხო დამცველის არჩევის მიზნით კენჭისყრა, შესაძლოა, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს. ომბუდსმენის არჩევას, რომელიც თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს, 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო სესიაზე საკანონმდებლო ორგანომ შეუთანხმებლობის გამო, სახალხო დამცველის დამტკიცება ვერ შეძლო და თემა ჩავარდა. ომბუდსმენის არჩევის საკითხი, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბიუროს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევან იოსელიანის კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 14:00 საათზე - 28 თებერვალი, 2023 წელი
TV IMEDI
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ლევან იოსელიანის კანდიდა...
TV IMEDI
გამოუჩნდება თუ არა ლევან იოსელიანს კონკურენტი ან კონკურენტებ...
TV IMEDI
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster