საბრძოლო მასალის გაყიდვის საქმე
თავდაცვის სამინისტროდან საბრძოლო მასალის გაყიდვის ბრალდებაზე სამი პირის წინააღმდეგ სასამართლომ პროკურატურის მთავარი მოწმე დაკითხა. უწყების მოქმედმა თანამშრომელმა ჩვენებაში დაადასტურა, რომ სამხედრო პირებმა, გიორგი გოგოჩაშვილმა და ზურაბ მანგოშვილმა მისი მეშვეობით თავდაცვის სამინისტროს საწყობიდან საბრძოლო ვაზნები გაიტანეს. მისი თქმით, ვაზნები მასთან ერთად საწყობიდან გოგოჩაშვილმა გაიტანა, შემდეგ კი მანგოშვილს გადასცა. საქმეზე ბრალდებული სამხედროები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ, თუმცა არ იზიარებენ პროკურატურის ბრალდების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, ჯამში 70 ათას ლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალაა გატანილი. რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, ის მოქალაქეა, რომელსაც სამხედრო პირმა ვაზნები მიუტანა. სოლომონ ბლუაშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-რეალიზაციას ედავებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პატიმრების გაცვლის ხმაურიანი პროცესი აშშ-სა და რუსეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბრძოლო მასალის ამოღება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბრძოლო მასალის სამალავი
netgazeti ge
საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაზე დაკავებულებს წინას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის ამოღება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბრძოლო მასალის შენახვის ბრალდ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო