საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

12.11.2023 01:32

ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. საუბარია აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეებზე. პროცესი დახურული იყო. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. გამოძიება საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მისთვის საქართველოში შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული, დაკავებულებს ამ მუხლითაც წარედგინოთ ბრალი. შემდეგი სასამართლო პროცესი 28 დეკემბერს ჩაინიშნა. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

აღკვეთის ღონისძიება
01:30

აღკვეთის ღონისძიება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბრალის წარდგენა
06:23

ბრალის წარდგენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინელების სასამართლო პროცესი
05:49

უკრაინელების სასამართლო პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს
00:48

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  საბრძოლო მასალის შენახვის ბრალდებით 11 პირი დააკავა
00:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბრძოლო მასალის შენახვის ბრალდ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

აღკვეთის ღონისძიების შეფარდება
02:25

აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით სამეგრელოში 1 პირი დააკავა
00:39

შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით სამეგ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
00:23

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო