აშშ-ს სანქციების პოლიტიკა

24.05.2024 12:10

კრიტიკის და გაფრთხილების შემდეგ სტრატეგიული პარტნიორი მოქმედებებზე გადადის. აშშ საქართველოს ხელისუფლების მისამართით სანქციებს აანონსებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ენტონი ბლინკენის სახელით გავრცელებული განცხადება ორმხრივი ურთიერთობის გადახედვასაც გულისხმობს. სანქციები სავიზო პოლიტიკის შეზღუდვას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, ვიზებს ვეღარ მიიღებენ ადამიანები, რომლებიც, ოფიციალური ვაშინგტონის შეფასებით, დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებლები. ჯერ არ სახელდება, ვისზე გავრცელდება სასანქციო სია. თუმცა, სამიზნეები იქნებიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებიც. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შინაარსთან ერთად ამერიკისთვის კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ გამოყენებული ფორმებიც მიუღებელია და ის რეპრესიებად ფასდება. საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაა მოთხოვნილი იმ ორპარტიულ კანონპროექტშიც, რომელიც აშშ-ის კონგრესში დაინიცირდა. დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებული სია გაცილებით ფართოა და 2012 წლიდან დღემდე თანამდებობაზე მყოფი ყველა პირის დასანქცირებას მოიაზრებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მთავრობა ნდობის გამოცხადების მოლოდინში / ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილები #LIVE
01:05:40

მთავრობა ნდობის გამოცხადების მოლოდინში / ირაკლი ღარიბაშვილის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივის განხილვა
06:13

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივის განხილვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ვიზიტი
02:23

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი
02:22

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის

42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის

პირველი არხი - 42-ე პარალელი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი
08:10

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის / ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია
25:14

42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის / ესტონეთის კ...

პირველი არხი - 42-ე პარალელი

ნათელაშვილი აშშ-ს სუს-ისა და ცესკოს თანამშრომლებისთვის სანქციების დაწესებას  სთხოვს
01:30

ნათელაშვილი აშშ-ს სუს-ისა და ცესკოს თანამშრომლებისთვის სანქც...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო