მთავრობა ნდობის გამოცხადების მოლოდინში / ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილები #LIVE
• მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას ელოდება, დეპუტატები პრემიერობის კანდიდატს უსმენენ - მინისტრთა ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად 75 ხმაა საჭირო; პარტია „მოქალაქეები“ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს სამომავლო ხედვებს უწუნებს, „ევროპელი სოციალისტები“ კი კენჭისყრაში არ მონაწილეობენ; ნდობის გამოცხადების პროცედურა პარლამენტში, პოლიტიკური დებატები და შეფასებები; • პრემიერობის კანდიდატის 100 დღის პრიორიტეტები და გზავნილები - ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციის დესტრუქციის დასრულების პირობას დებს და კონსტიტუციიდან გასული ძალების კანონის ჩარჩოებში დაბრუნებას აანონსებს; კრიტიკის ადრესატები „ქართულ ოცნებას“ მუქარით პასუხობენ; მუქარა ისმის ძალოვანების მიმართაც; • ვაქცინაციის დაანონსებული გეგმა იცვლება - ქვეყანამ შესაძლოა, „ფაიზერის“ ვაქცინაზე ადრე „ასტრაზენეკას“ პროდუქცია მიიღოს; „ფაიზერის“ დოზების დაგვიანების მიზეზად მწარმოებლის დამატებითი მოთხოვნები სახელდება; ზუსტი თარიღი კომპანიასთან სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ გახდება ცნობილი; ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობა კვირის ბოლოდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას გეგმავს; • ირანის ბირთვული შეთანხმება კვლავ საერთაშორისო განგაშის საფუძველია - „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს“ ინსპექტორები ირანს აღარ დატოვებენ, თუმცა საქმიანობა მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ; თეირანი ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითხოვს და იმედოვნებს, რომ ახალი წესები აშშ-ს სანქციების მოხსნას აიძულებს, ვაშინგტონი კი ზეწოლის პოლიტიკას განაგრძობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა ფრაქცია...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ახალი მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით / ოპოზიცია კვლა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარედგინა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობის ფორმირების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster