აშშ-ს სანქციების პოლიტიკა


კრიტიკის და გაფრთხილების შემდეგ სტრატეგიული პარტნიორი მოქმედებებზე გადადის.

აშშ საქართველოს ხელისუფლების მისამართით სანქციებს აანონსებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ენტონი ბლინკენის სახელით გავრცელებული განცხადება ორმხრივი ურთიერთობის გადახედვასაც გულისხმობს. სანქციები სავიზო პოლიტიკის შეზღუდვას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, ვიზებს ვეღარ მიიღებენ ადამიანები, რომლებიც, ოფიციალური ვაშინგტონის შეფასებით, დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებლები. ჯერ არ სახელდება, ვისზე გავრცელდება სასანქციო სია. თუმცა, სამიზნეები იქნებიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებიც. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შინაარსთან ერთად ამერიკისთვის კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ გამოყენებული ფორმებიც მიუღებელია და ის რეპრესიებად ფასდება. საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაა მოთხოვნილი იმ ორპარტიულ კანონპროექტშიც, რომელიც აშშ-ის კონგრესში დაინიცირდა. დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებული სია გაცილებით ფართოა და 2012 წლიდან დღემდე თანამდებობაზე მყოფი ყველა პირის დასანქცირებას მოიაზრებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან