ზედაეწერი-ჭკადუაშის 1600 მეტრის...
ზედაეწერი-ჭკადუაშის 1600 მეტრის მონაკვეთზე გზის ბეტონის საფარი იგება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამჯერად ზედაეწერი-ჭკადუაშის 1600 მეტრის მონაკვეთზე გზის ბეტონის საფარი იგება.გზის დაგების სამუშაოებს შ.პ.ს. ,,თავადი" აწარმოებს, რომელსაც სამშენებლო მასალით კომპანია ,,ევრობიტი" ამარაგებს. მიმდინარე სამუშაოებს პირადად აკვირდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზის საფარი, რომელიც აქ იგება, ბეტონისაა და დიდ დატვირთვას უძლებს, დაგეგმილია წყალსაწრეტი არხების გაჭრა.გზები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთდება და ხანგრძლივ ვადაზეა გათვლილი. წლობით მოუგვარებელი პრობლემა ზედაეწერი-ჭკადუაშის გზაზე მოგვარებულია, ადგილობრივ მოსახლეობას აქ გადაადგილება უჭირდა, წვიმიან ამინდში ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ. მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტული სამუშაოები ეტაპობრივად სხვადასხვა უბანში ჩატარდება. http://www.odishi.ge/ http://www.facebook.com/odishitv/
მსგავსი ვიდეოები
CHCA-მ ზედაეწერის დევნილთა კოლექტიური ცენტრის მცხოვრებლებს მ...
Radio Atinati
ზედაეწერში ფეხბურთის სათადარიგო სტადიონი რემონტდება
ქალაქ ზუგდიდის მერია
ჰოლანდიური ტიტების პირველი სათბური საქართველოში
Radio Atinati
"ზუგდიდი" საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას ითხოვს
Radio Atinati
სამეფო დარბაზს ცეცხლი გაუხსნეს
Livepress. ge
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული პეტიციები განი...
Radio Atinati
ზედა ეწერში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მუქარაში...
Radio Atinati
ზედაეწერში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
Radio Atinati