გიორგი გახარიას განცხადება ანაკლიის პორტის პროექტის თემაზე

26.10.2019 01:44

პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ კონსორციუმისა და პორტის პროექტის თემაზე, კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარია აცხადებს, რომ ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. ანაკლია წარმოგვიდგენია, როგორც საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი, - აცხადებს მთავრობის მეთაური. ამ თემაზე შეკითხვა დღეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელსაც დაუსვეს. დიპლომატი განმარტავს, რომ შეერთებული შტატები კონსორციუმის მხარდაჭერას განაგრძობს და იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი, მათ შორის ამერიკული ინვესტიციებით განხორციელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: