პროექტ „კამერტონის“ მონაწილეების კონცერტი კულტურის სამინისტროში
24 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში საერთაშორისო მუსიკალური პროექტის „კამერტონის” ქართველი წარმომადგენლების კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობნენ - გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), თინათინ კობერიძე, თამარ ტყაბლაძე, ბარბარე როინიშვილი (ვიოლინო), თათა მახარაძე, მარიამ დარჩიაშვილი (ფორტეპიანო). საერთაშორისო პროექტი „კამერტონი” საზოგადოებრივი ორგანიზაციის Eurocon e.V -ის ეგიდით ფუნქციონირებს და მოზარდთა მუსიკალური განათლების განვითარებას, კულტურის სფეროში თანამშრომლობასა და ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს უჭერს მხარს. „კამერტონის” პარტნიორი ქვეყნების რიგს საქართველო 2011 წელს შეუერთდა. პროექტის მიზანია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა: ახალგაზრდა კლასიკური მუსიკოსების საერთაშორისო კარიერის ჩამოყალიბება, მასტერკლასებისა და საკონცერტო გამოსვლების ორგანიზება, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და განვითარება. „კამერტონის” ხელმძღვანელია ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე ქალბატონი ლიუდმილა ფონ ბერგი. საქართველოში პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია პიანისტი კირა ლელაშვილი. პროექტ „კამერტონის“ მხარდამჭერები არიან: გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბერლინის სენატი. http://culture.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
ნოქტიურნი - ვ. აზარაშვილი / Nocturne - V. Azarashvili
E. Mikeladze Central Music School
"ფურცელი ალბომიდან" - რ. ვაგნერი / "Albumblatt"- R. Wagner
E. Mikeladze Central Music School
ვენიავსი - Polonaize in D major
E. Mikeladze Central Music School
შეხვედრა "კამერტონის" ქართველ მუსიკოსებთან
culturegovge culturegovge
„კამერტონი-საქართველო” 5 წლისაა
culturegovge culturegovge
პროექტ
Nikis maimunobebi
29 იანვარს - მესამე სეზონის პრემიერა
შემოქმედი / The Creator