პროექტ „კამერტონის“ მონაწილეების კონცერტი კულტურის სამინისტროში

05/25/2017
culturegovge culturegovge-ის მიერ

24 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში საერთაშორისო მუსიკალური პროექტის „კამერტონის” ქართველი წარმომადგენლების კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობნენ - გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), თინათინ კობერიძე, თამარ ტყაბლაძე, ბარბარე როინიშვილი (ვიოლინო), თათა მახარაძე, მარიამ დარჩიაშვილი (ფორტეპიანო).
საერთაშორისო პროექტი „კამერტონი” საზოგადოებრივი ორგანიზაციის Eurocon e.V -ის ეგიდით ფუნქციონირებს და მოზარდთა მუსიკალური განათლების განვითარებას, კულტურის სფეროში თანამშრომლობასა და ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს უჭერს მხარს. „კამერტონის” პარტნიორი ქვეყნების რიგს საქართველო 2011 წელს შეუერთდა.
პროექტის მიზანია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა: ახალგაზრდა კლასიკური მუსიკოსების საერთაშორისო კარიერის ჩამოყალიბება, მასტერკლასებისა და საკონცერტო გამოსვლების ორგანიზება, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და განვითარება. „კამერტონის” ხელმძღვანელია ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე ქალბატონი ლიუდმილა ფონ ბერგი. საქართველოში პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია პიანისტი კირა ლელაშვილი.
პროექტ „კამერტონის“ მხარდამჭერები არიან: გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბერლინის სენატი.




http://culture.gov.ge

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან