საქართველო მედიაციის შესახებ გაეროს კონვენციას შეუერთდა
საქართველო შეუერთდა გაერო-ს კონვენციას მედიაციის შესახებ. საქართველოს სახელით, სინგაპურის კონვენციას იუსტიციის მინისტრმა მოაწერა ხელი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კონვენციას შეუერთდა. კონვენციის ტექსტი 2018 წლის 20 დეკემბერს, გაერო-ს ასამბლეაზე დამტკიცდა და ხელმოსაწერად გაიხსნა. მისი მიზანი, კომერციულ და ვაჭრობასთან დაკავშირებულ დავებზე, მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგებების აღსრულებისთვის ერთიანი საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაა, რაც ხელს შეუწყობს მედიაციის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, განვითარებას. სინგაპურის კონვენცია მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად დაეყრდნონ და აღასრულონ მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების ხელშეკრულებები კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში, რითაც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას და ახალისებს მედიაციის გამოყენებას სავაჭრო და ბიზნესდავების გადაწყვეტისთვის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიულ საშუალებას, არბიტრაჟთან ერთად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მსჯელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მედიაციის ასოციაციის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ეპიდემია გავრცელების პიკშია / კონსულტაციების მე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანანო ცინცაბაძე - შრომითი მედიაცია
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
თამუნა ქებურია - შრომითი მედიაცია
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
იუსტიციის მინისტრი ''UNICEF''-ის აღმასრულებელი დირექტორის მო...
Ministry of Justice of Georgia
#ახალიდღე „კანონპროექტი მედიაციის შესახებ“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე საქართველოში მედიაციის შესახებ კანონი ამოქმედდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster