"არ გადაუხადო შონია-შენგელიას" - აქცია ზუგდიდში

09.05.2018 01:24

ზუგდიდში კომპანია "თაუნ პარკის" მიერ დაწესებული გადასახდები გააპროტესტა "მოძრაობა სამეგრელოს ხმის" ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ. მან პრესკონფერენცია სამგერელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურურის მიმდებარედ გამართა, სადაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ "თაუნ პარკის" უკან გუბერნატორი ლევან შონია და მისი მეგობრები დგანან. "ეს არის ათი ათასობით ზუგდიდელზე თავს მოხვეული კრიმინალური სქემა. ქალაქის მთელს ცენტრაულ პერიმეტრს შონია-შენგელიას მიერ ორგანიზებული სისტემა აკონტროლებს, რის საფუძველზეც ზუგდიდელებს ხუთი წუთით მანაქანის გაჩერებისთვის ახდევინებენ 1-2 ლარს. მძღოლები და მათი ოჯახის წევრები არინ უკმაყოფილონი, მაგრამ ვერ იღებენ ხმას, იმიტომ რომ საქმე აქვთ თაღლითებთან, დაკანონებულ კორუფციასა და კრიმინალთან", - აღნიშნა ჯგუშიამ. Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო