“ჭრელი წინდების“ აქცია ზუგდიდში
ქალაქ ზუგდიდში დაუნის სინდომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა გაიმართა. ღონისძიებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, მათი მშობლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და თვითმმართველობის წარმომადგნლები მონაწილეობდნენ. მსვლელობის მონაწილეებს დაუნის სინდრომის სიმბოლო ჭრელი წინდები ეკეთათ. მერიის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო სხულუხიას თქმით, აქციის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისადმი მხარდაჭერაა. „ჩვენი თანადგომით ვამტკიცებთ იმას, რომ ისინი არაფრით არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ბავშვებისგან და მათ აქვთ ყველა ის უფლება, რაც ყველა დანარჩენ მოქალაქეს... გვინდა გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა ნებისმიერ წამოწყებაში, რომელიც ცხოვრებას გაუხალისებს და ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას“, - თქვა სხულუხიამ. აქციას ორგანიზაცია „დღის ცენტრი“ შეუერთდა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონდე ბავშვებთან მუშაობს. „ესენი არიან უბოროტონი, უბოროტი, კეთილსინდისიერნი არიან. სწორედ ეს არის მათი მთელი ცხოვრება“, - თქვა ორგანიზაციის ადმინისტრატორმა იამზე ალფენიძემ. აქციის ბოლოს მსვლელობის მონაწილეებმა ფრანები გაუშვეს. ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართა. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტს, მეშვიდე წელია, აღინიშნება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
თბილისის 103-ე საჯარო სკოლა ჭრელი წინდების აქციას შეუერთდა
ეტალონი განათლება
100 წლის ქიმიის მასწავლებელი ქობულეთიდან - ფატი მანელიშვილი|...
ბათუმელები / Batumelebi
მზადება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისთვის
შუადღე GDS / shuadge GDS
KayaKata / კაიაკატა - Sisona Darchia / სისონა დარჩია [ტექსტი...
Alternative Hive / ქართული მუსიკა
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2021
Lali Tetradze
ჭრელი ძროხა - ანასტასია გოგიჩაშვილი
BBB - Basti Bubu Broadcasting
ჭრელი პეპელა - ქართული მულტფილმი 1981 Пестрая бабочка - груз...
HD Magic World
„ჭრელი აბანო“ ტურისტების გარეშე
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი