ეპიდემიოლოგიური ვითარება - სპეციალისტების რეკომენდაციები

05.03.2021 01:35

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დღიური სტატისტიკა სტაბილურ ნიშნულზეა შენარჩუნებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში, 22 022 ადამიანი გამოიკვლიეს, დადასტურდა ვირუსის 390 შემთხვევა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 1.77 % შეადგინა. აქედან - 192 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. მეორე ადგილს კვლავ იმერეთი იკავებს, სადაც ამჯერად  71 ინფიცირებულია. ქვეყნის მასშტაბით, გარდაიცვალა 10 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 172.  ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობას სულ 2 420 დაავადებული გადის,  მძიმე პაციენტებიდან 81-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატი ესაჭიროება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო