სუბარი ე.წ. ფორმა 9-ის გაუქმებაზე: არ აქვს მნიშვნელობა, რა სურთ მმართველებს მოსკოვიდან
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ თემურ ნადარიას განცხადებას ე.წ. ფორმა 9-ის მოსალოდნელ გაუქმებასთან დაკავშირებით გამოხმაურა. მისი შეფასებით, რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაშისტური რეჟიმის ქმედებებს უტოლდება. „საოკუპაციო რეჟიმის მიზანია, ბოლომდე მიიყვანონ ეთნიკური წმენდა და მოახდინონ ასიმილაცია, მიუხედავად იმისა, რა სურს მმართველს ელიტას მოსკოვიდან, ეს არ შესრულდება. აფხაზეთში მცხოვრები აფხაზები და სხვა ეროვნების ადამიანები კარგად ხედავენ, რა მოაქვს მათთვის საქართველოს სახელმწიფოს და რა სარგებელი იქნება მათთვის საქართველოს სახელმწიფოსთან შეერთებას. რუსეთი ხიდების გადაკეტვით, გადაადგილების უფლების შეზღუდვით, ფაქტობრივად, სამოქალაქო უფლებებს ართმევს ამ ადამიანებს, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება“, - განაცხადა სუბარმა. გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის უფლების გაცემის პროცესი განახლდა, ამის შესახებ რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარიამ განაცხადა. მისი თქმით, პირველი იანვრიდან საბჭოთა პასპორტი და ე.წ. ფორმა N9 ძალადაკარგულად ჩაითვლება და ენგურის ხიდზე გადასვლა მათ მხოლოდ „ბინადრობის მოწმობით“ ან ე.წ. აფხაზური პასპორტით შეეძლებათ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ქუჩის აკადემია - სანდრო ასათიანი, შოთა იორამაშვილი, პაატა შა...
Artareatv
ღამის კურიერი - სირცხვილის დერეფნების“ იდეა დაბრუნდა -სპეცია...
მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სატელეფონო საუბარი ე.წ. კანონიერ ქურდებთან
info rustavi
შეხვედრა ერგნეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ციანიდის კვალი ეკლესიაში
რადიო თავისუფლება
NDI-ი „გირჩს“ და „შენების მოძრაობას“ შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster