თბილისის წინასაარჩევნო შეკრება


2012 წლის 8 სექტემბერს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს 11 ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთაში, რუსთავში, ამბროლაურსა და თბილისში პარტიის წინასაარჩევნო შეკრება გამართა.
დღის კულმინაციად თბილისში, სპორტის სასახლეში გამართული შეკრება იქცა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ თბილისის ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა მიიღეს. კულტურული პროგრამის შემდეგ, პარტიის ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა „მეტი სარგებელი ხალხს\" გააცნეს და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

გაიგე მეტი: http://www.UNM.ge

ვიდეოები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-ისგან